"ქრისტიან-დემოკრატები~ პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლისას `ხალხთან დიალოგის~ შედეგებზე პასუხს მოსთხოვენ. ეს განცხადება `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში თებერვლის ბოლოს ელოდებიან და როგორც ვეფხვაძე აცხადებს, მისი პოლიტიკური ძალა სწორედ იმით დაინტერესდება, რა შედეგებით დაასრულა მთავრობამ ხალხთან დიალგი.
მისი თქმით, შარშან პარლამენტში სტუმრობისას პრეზიდენტმა ხალხთან დიალოგი გამოაცხადა, რისი შედეგებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებებში უნდა ასახულიყო. თუმცა, როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, ხელისუფლების წარმომადგენლები მართლაც შეხდნენ სოფლების მოსახლეობას, მაგრამ `კრება დარჩა მხიარული" და მოსახლეობის პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.
ამ პრობლემებში კი ვეფხვაძემ ხილის მოსავალის უყურადღებოდ დატოვება დასახელა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ `რიგ სოფლებში გაზის მილმა ისე ჩაუარა სოფლებს, რომ მათ ბუნებრივი აირი დღესაც არ აქვთ.~
ამ მილის სოფლეზე გატარების მიზნით კი, ვეფხვაზის განცხადებით, მოსახლეობის ქონების ექსპროპიაცია განხორციელდა და მიწების გარეშეც კი დარჩნენ.
`ფაქტია, რომ პრეზიდენტს ეადვილება პოლიტიკოსებთან დებატები, მაგრამ საეჭვოა მას ხალხთანდ დებატებიც გაუადვილდეს~, - აცხადებს ვეფხვაძე.