კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის ყოფილი შს მინისტრისათვის იური ლუცენკოსათვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლის საქმის გამოძიებას ეხებოდა ძალაში დატოვა.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ლუცენკოს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა უკანონოდ თვალყურის დევნება უკრაინის უშიშროების სამსახურის მძღოლისათვის ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლის საქმის გამოძიების დროს.
მანამდე, ნახევარი წლით ადრე - 2012 წლის თებერვალში, პეჩორის რაიონულმა სასამართლომ იური ლუცენკო სახელმწიფო ქონების დატაცებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.