აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია იტალიელ სენატორებს მოუწოდებს, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯიასთან შეხვედრისგან თავი შეიკავონ.
"ჩვენთვის ცნობილია ოფიციალური იტალიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით რომ ეს ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს, რაც იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს სს უწყების ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურეს. აქედან გამომდინარე ღვინჯიას იტალიაში ვიზიტს მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. მოვუწოდებთ იტალიელ სენატორებს მათთან შეხვედრისგან თავი შეიკავონ. განაცხადა ბარამიამ ღვინჯიას იტალიაში ვიზიტზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან.
მისივე განმარტებით, ღვინჯიას აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა სურს, რაც არ გამოუვა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთს სს მინისტრის მოადგილე იტალიელი სანატორების მიწვევით იტალიაში იმყოფება.