რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის შეფასებით, საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო ხომალდ "მისტრალის" მიყიდვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
"ჩვენ ვერ შევეჯიბრებით მოსკოვს მისტრალის და სხვა სახის შეიარაღების შესყიდვაში, ამიტომაც ერთადერთი რაც ამის საპასუხოდ შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციაა", - განუცხადა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ფრანგულ მხარეს, სახელმწიფო მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმით ხსნის რომ "საფრანგეთს ფული სჭირდებოდა".
"საფრანგეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების დრო მოვა ხელს შეუწყობს იმას, რომ პარიზი ამ პროცესს ხელს არ შეუშლის", - განმარტა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა რუსეთს სამხედრო ხომალდი მისტრალი რომელიც ამავედროს ავიამზდიცაა, რუსეთს მიყიდა.