ისრაელის თავდაცვის არმია ქვეყნის სამხრეთში მოვლენების შემდგომ განვითარებას არ ელის. უკვე დღეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 12 საათის შემდეგ არმია გაწვეული რეზერვისტების თანდათანობით დემობილიზებას შეუდგება.
საუბარი მიდის 60 ათას სამხედროზე. სავარაუდოდ, ამ რაოდენობის ჯარისკაცების დემობილიზება ორ-სამ დღეს დაიკავებს.
თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ამ დილით განაცხადა, რომ ყველა რეზერვისტი დემობილიზებული იქნება. "მართალია არმიაში დარჩება სამხედროთა ჯგუფი, რომლებიც ადრე სადახული ამოცანების შესრულებას გააგრძელებს, მაგრამ ისინიც კი მალე საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან", _ განაცხადა მინისტრმა. ინფორმაციას ამის შესახებ "NRG" ავრცელებს.