ოქრუაშვილი აქტიური კაცია და სამშობლოში პირველი, რომ გამოვარდა ბუნებრივია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამშობლოში ცხოვრება ყველაზე დიდი ბედნიერებაა. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას ხელისუფლებასა და ოქრუაშვილს შორის შესაძლოა გარიგებასთან დაკავშირებით როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქუცნაშვილმა განაცხადა ხელისუფლებას წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოპოვება არ უჭირს.
,,არა მარტო ირაკლი ოქრუაშვილი, არამედ ბევრი სხვა ადამიანი მზად არის ამხილოს მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ არა მგონია, გამოძიებაში ჩართული ადამიანები ოქრუაშვილთან გარიგებაში იყვნენ შესული, რადგან ხელისუფლებას სამხილების არსებობა არ უჭირს. სასურველი იქნებოდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე არანაირი სამხილები არ არსებობდეს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების შემდეგ ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგებაზე საუბრობს.