ირაკლი ოქრუაშვილის სახელს ბევრი განუკითხაობა უკავშირდება, - განაცხადა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი, პასუხისმგებელია კოლექტიურ სააკაშვილზე.
"მე სხვა პრეტენზიები მაქვს ოქრუაშვილთან, მინდა რომ გამოძიებულ იქნას ის პერიოდი, როდესაც ის იყო თავდაცვის მინისტრი, გენპროკურორი და ა.შ. მის სახელს ბევრი განუკითხაობა უკავშირდება. ჩემი აზრით, ბევრი კითხვის ნიშანია ცხინვალში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რასაც ემსხვერპლნენ ჩვენი ჯარიკაცები. რაც შეეხება საფრთხობელის თემას, ის ნამდვილად არის საფრთხობელა, მაგრამ ხელოვნურად შემქნილი კი არა, ის საფრთხობელაა მიხეილ სააკაშვილისთვის. ჩემი აზრით, ეს არის სპექტაკლი, რომელშიც მე ვარ მაყურებელი და მათი ურთიერთობის ანატომია ახლა გამოჩნდება. მე ველოდები რას იტყვის მიხეილ სააკაშვილი ოქრუაშვილთან დაკავშირებით", - აცხადებს ხუხაშვილი.