პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ესტუმრება.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარესა და მეჯლისის წევრებთან. არ არის გამორიცხული შეხვედრა გაიმართოს მსოფლიო პატრიარქთან.
დავით ბაქრაძე პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ერთად თურქეთში 9 თებერვალს გაემგზავრება.