შეწყალების კომისიის დღევანდელ სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია 1400 საქმიდან ნახევარზე ნაკლებს მიეცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, შეწყალების კომისიამ თანხმობა მისცა იმ პატიმრებს, რომლებსაც არ აქვთ ჩადენილი მკვლელობა, არ არიან დაპატიმრებული ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, გაუპატიურებისთვის, რეციდივისტობისა და ტრეფიკინგისთვის.
დადებითი რეკომენდაცია გაიცა ერთ არასრულწლოვანზე. რაც შეეხება ქალებს, ელენე თევდორაძე ამ შემთხვევაშიც ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს.
შეწყალების კომისიის სხდომა დღეს თითქმის რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელენე თევდორაძის თქმით, ახლა უკვე კომისია ტექნიკურ სამუშაოებს გადის და საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროებს, სავარაუდოდ 22 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი.