არსებობს მუხლები, რომელსაც ამნისტია არ უნდა შეეხოს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ძალოვანი უწყებების მინისტრები არიან იმის მომხრეები, რომ ამნისტია შეეხოს იმ პატიმრებს, რომელთა გამოშვებაც არ შეუქმნის საზოგადოებას კრიმინალის პრობლემას.
"გვაქვს ორი მიზანი, ერთი, რომ დაცული იყოს ადამიანისა და პატიმრების უფლებები და მეორე, დაცული იყოს საზოგადოება კრიმინალისგან. ამ ორი მიზნის მისაღწევად დაგვჭირდება შუალედური გამოსავლის პოვნა, რომელიც არის ის კანონპროექტი, რომელზეც ერთობლივად შევჯერდით. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები წინააღმდეგი ისეთი მუხლებით მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების, რომლებიც სასჯელს ადამიანებით ვაჭრობის მუხლებით იხდიან", - განაცხადა წულუკიანმა.