ქალაქის მერის მიმართ არაერთი შეკითხვა არსებობს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიების დასაწყებად აუცილებელია კონკრეტული მტკიცებულებების არსებობა.
"ქალაქის მერის მიმართ არსებობს არაერთი შეკითხვა, მაგრამ იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი პროცედურის სახე მიეცეს, მთავარია, იქნება თუ არა მტკიცებულებები სახეზე. ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით", - აღნიშნა წულუკიანმა.