ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე შემოწმება დამატებით თავად მოითხოვა და ნარკოტესტი ჩაიტარა.
პროცედურა, რომელიც დაახლოებით საათზე მეტხანს გაგრძელდა შესაბამი დასკვნა ერთ თვეში გახდება ცნობილი.
ადვოკატის თქმით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დოკუმენტაციას, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სასამართლოზე წარადგენენ.
შეგახსენებთ, რომ შსს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს ბრალი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და იარაღის უკანონო ტარებაში ედება. იგი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.