კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას ბრალს სანდო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებთ წაუყენებენ, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
,,დათა ახალია არაერთ საქმეში ფიგურირება მანამდე სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდით. ერთ-ერთი პირველი არის გირგვლიანის საქმე. Aამ საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ქმედებები იმისთვის, რომ გამოძიება განახლდეს. ამ მხრივ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ, თუმცა რაიმე სახის ინფორმაციის გავრცელებისგან თვის ბოლომდე თავს შევიკავებ, რადგან თვის ბოლოს გაგვდის ვადა მინისტრთა კაბინეტს წარვუდგინოთ პოზიცია თუ როგორ ვაპირებთ საქმის გამოძიებას და არ მაქვს სურვილი, რომ ჯერ საზოგადოებამ და მედიამ შეიტყოს ამ ნაბიჯების შესახებ და შემდეგ სანდროს მამამ ბატონმა გურამ გირგვლიანმა", _ განაცხადა წულუკიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თვის ბოლომდე გირგვლიანის მამას პროკურატურაში მიიწვევენ და საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ანგარიშსს წარუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის განაცხადებით, დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად უნდა წაყენებოდა.