9 თებერვალს მოსკოვში ხელი მოეწერება მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვისა" და პოლიტიკურ პარტია "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას".
ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის დედაქალაქში მიუნხენიდან 8 თებერვალს გაემგზავრა, სადაც ის ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
"მოსკოვში ნოღაიდელს არაერთი საქმიანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის, 9 თებერვალს ხელი მოეწერება მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვისა" და პოლიტიკურ პარტია "ედინაია როსიას" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას", - აცხადებენ პარტიაში და აქვე განმარტავენ, რომ დოკუმენტს ხელს "ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი და ზურაბ ნოღაიდელი მოაწერენ.
საქართველოს ყოფილი პრემიერი თბილისში 11 თებერვალს დაბრუნდება.