ბიზნესმენი სერგო ბერიძემ აჭარის პროკურატურაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და მის გარემოცვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ყოფილი პატიმარი პროკურატურისგან მისი საქმის გამოძიებასა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ "ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსის" მფლობელი სერგო ბერიძე 2007 წელს თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. მან პატიმრობის სრული ვადა მოიხადა და საპატიმროში ოთხ წელიწად ნახევარი გაატარა. დღეს ის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.