გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარედგინა. კალანდაძის ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის თქმით მის დაცვის ქვეშ მყოფს 143-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, ეპიზოდი ზვიად აბესაძეს ეხება. ეპიზოდი გაგა მკურნალიძის ჩვენებიდან გამომდინარე გაჩნდა. მისივე თქმით, ეს უფრო პოლიტიკურ დევნას ჰგავს.
"საქმე საკმაოდ ვრცელია და შესაბამისად, მის შესწავლას დრო დასჭირდება და მას შემდეგ გაკეთდება დამატებითი კომენტარები", - განაცხადა გაბაიძემ.
გიორგი კალანდაძის დაკითხვა პროკურატურაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები