კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას პროკურატურა ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, 19 ნომებერს, ”დაუსწრებლად წაუყენებს” , - ამის შესახებ ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, ახალაიას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.
კბილაშვილის თქმით, ჩვენებებში ცალსახად მიუთითებენ, რომ გარკვეული ქმედებები მისი უშუალო დავალებით და მონაწილეობით ხორციელდებოდა.
კერძოდ, მთავარი პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი ეპიზოდი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას ეხება.
კბილაშვილის ვარაუდით, დათა ახალაიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, რადგან იგი საქართველოში არ იმყოფება.