დღეს, 19 ნოემბერს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისია ძველი შემადგენლობით შეიკრიბება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდომაძემ აცნობა.
მისივე თქმით, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ახალი შემადგენლობა იანვრიდან გახდება ცნობილი.
"პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ნოემბერში კომისია ძველი შემადგენლობით შეიკრიბება და ეს შემადგენლობა წლის ბოლომდე დარჩება. შემდგომი სხდომა ჩვენ საახალწლოდ გვექნება და უკვე იანვრიდან პრეზიდენტის ბრძანებულებით ახალი შემადგენლობა დამტკიცდება", - განაცხადა თევდორაძემ და აღნიშნა, რომ კომისიაში აუცილებლად იქნება ახალი სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დანარჩენი კიპრეზიდენტის პრეროგატივაა.
მისი ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანება ახალი წლიდან შეიცვლება.
კომისიის სხდომის გამართვის შემდეგ, 23 ნოემბერს პატიმართა მორიგი შეწყალება იგეგმება.
ამასთან, როგორც ელენე თევდორაძე აცხადებს, შეწყალების კომისია 1 000-ზე მეტი პატიმრის საქმეს განიხილავს. მათ შორის ყველა ტიპის და კატეგორიის პატიმრები არიან.