დღეს, 19 ნომებერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პანამის ნაპირებთან რეიდზე მდგარი გემის ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოდ და მაქსიმალურად სწრაფ დროში დასაბრუნებლ;ად დეტალების გარკვევას დაიწყებს ჩამოყვანა , - ამის შესახებსაგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პანამიდან 5 კილომეტრში რეიდზე იმყოფებოდა ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზედაც საქართველოს 12 მოქალაქე იმყოფება.
"გემი გაჩერებული ჰყავს პანამის ხელისუფლებას და არ აძლევს მას ნაოსნობის საშუალებას, რადგან ის ტექნიკურად გაუმართავია, საკმაოდ მოძველებულია და არსებობს საფრთხე, რომ ნაოსნობის დროს ჩაიძიროს", - განაცხადა ტაბატაძემ
მისივე თქმით, მეზღვაურები საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდნენ და განცხადეს, რომ ისინი უკვე 3-4 თვეა ამ გემზე იმყოფებიან. საქართველოს ელჩი მექსიკაში მათ ტელეფონით დაუკავშირდა, გაარკვია რა პირობებში იმყოფებიან და ისიც გაირკვა, რომ მეზღვაურები თანახმა არიან საქართველოში დაბრუნდნენ.'
"სამინისტრო დაიწყებს ტექნიკური დეტალების გარკვევას, თუ როგორ შეიძლება მათი წამოყვანა უსაფრთხოდ და მაქსიმალურად სწრაფ დროში. ასევე, ჩვენი საზღვაო ადმინისტრაცია პანამის საზღვაო ადმინისტრაციას დაუკავშირდება და სთხოვს, მეზღვაურებს მიუტანონ საკვები და საწვავი, რომ გემმა იმუშაოს და საწვავის ნაკლებობის გამო პრობლემა არ შეიქნას", - განაცხადა ტაბატაძემ.
ტაბატაძემ განმარტა, რომ საგარეო უწყება ცდილობს ასევე დაუკავშირდეს გემთმფლობელს, თუმცა, რამდენად შესაძლებებლია ეს, წინასწარ ძნელი სათქმელია, რადგან ამ ფაქტის შემდეგ ის კონტაქტზე აღარ გამოდის.
"თუ საჭირო გახდება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარება და მხარდაჭერა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მექანიზმსაც გამოიყენებს", - განაცხადა დიპლომატმა.