ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კობა სუბელიანის მტკიცებით ზამთრის განმავლობაში დევნილებს შეშით მომარაგების ასევე გაზის და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ შეექმნებათ. ამის შესახებ სუბელიანმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განუცხადა.
"შეშით მომარაგების ასევე გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით წელს პრობლემები არ იქნება", - განმარტა მინისტრმა.
მისივე თქმით, უწყებას საკმარისი დრო ჰქონდა, რათა დევნილთა შესაბამისი პირობების უზრუნველყოფისთვის სათანადოდ მომზადებულიყო.