"ჰამასმა" იერუსალიმის მიმართულებით "კასიმ M-76" ტიპის რაკეტა გაუშვა. "ჰამისის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რაკეტა ღაზას სექტორშია წარმოებული.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა რაკეტის აფეთქების ადგილად გუშ-ეციონი დაასახელა.
"იერუსალიმთან ახლოს მდებარე არაბულ სოფელ გუშ-ეციონთან ახლოს, დაუსახლებელ ადგილზე, რამდენიმე რაკეტა აფეთქდა", - აცხადებენ ისრაელის მედიასაშუალებები.
ჰამასის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ სამიზნეს ისრაელის ქნესეთი (პარლამენტი) წარმოადგენდა.
რადიო "რეშეტ ბეტის" ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
იერუსალიმის მიმართულებით რაკეტების გაშვებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჰამასის წრმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ისრაელს "სიურპრიზს" მოუწყობდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ავაგამანადგურებელი ჩამოადგეს, რის გამოც "ღაზას ქუჩებში მოსახლეობა ზეიმობს".
სააგენტო "მეტულა ნიუსი" აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ღაზას ქუჩები ცარიელია.
"ამ განცხადებით "ჰამასის" ხელმძღვანელობა ცდილობს ღაზას მოსახლეობასა და ბოევიკებში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას", - იტყობინება სააგენტო.
მასალის გამოყენების პირობები