ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გვიან ღამით საქართველოში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან, ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან. ამასთან ბრიუსელში ბიძინა ივანიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.