"ეროვნულ-დემოკრატებმა" საქართველოს "მოღალატეების" სია გამოაქვეყნეს.
"სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, იგორ გიორგაძე. მათ საქმეებს აგრძელებს: ზურაბ ნოღაიდელი, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც უარს ამბობს ნატოზე და ნეიტრალიტეტის საფარქვეშ რუსეთს ემსახურება", - ნათქვამია პროკლამაციაში, რომლის მოსახლეობაში გავრცელება უკვე დაიწყო და აქვე აღნიშნულია, რომ "სია არასრულია".
გარდა ამისა, პროკლამაციაში ჩამოთვლილია ქართველი ერის წინააღმდეგ
რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებიც, ოღონდ ისიც არასრული სახით.