უკრაინული მხარის თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვასილი ციბენკო მიიღო.
შეხვედრაზე ელჩმა ქართულ მხარეს უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის ამ მომენტისთვის არსებული შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში არსებული მიღწევები და დაადასტურეს რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა გაღრმავდება.