"ეროვნულ-დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთა ახალგაზრდულ გაერთიანებებს "ერთიანი ახალგაზრდული ფრონტი საქართველოსთვის" შექმნისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის ამ გადამწყვეტ ეტაპზე ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ყველა ახალგაზრდა, ვისაც სურს იცხოვროს, ისწავლოს და იმოღვაწეოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ვალდებულია, ხმა აღიმაღლოს ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ახალგაზრდულ გაერთიანებებს, რომელთათვისაც მთავარი დევიზია "თავისუფალი, ძალიერი საქართველო", შევქმნათ "ერთიანი ახალგაზრდული ფრონტი საქართველოსთვის", - ნათქვამია ახალგაზრდა "ეროვნულ-დემოკრატების" განცხადებაში.
"ესაა ქართველი ერის გზა და არა ის, რასაც გვთავაზობენ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები: ვიყოთ რუსეთის უსახო დანამატი ქვეყანა", - აღნიშნულია განცხადებაში.