"ობიექტივის" დამფუძნებელი ირმა ინაშვილი ტელეკომპანიისთვსი წართმეული სიხშირის დასაბრუნებლად პოკურატურას მიმართავს. ამის შესახებ განცხადება ინაშვილმა დღეს „პრაიმტაიმის" პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, 35-ე 35-ე სიხშირის დასბრუნელად პროკურატურაში საჩივარს ხვალ შეიტანენ. 35-ე სიხშირეზე ამჟამად ტელეკომპანია "პიკი" მაუწყებლობს.
მისი თქმით, სიხშირის წართმევასთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიის ყოფილი ხელმძვანელების: დიმიტრი ქიტოშვილის, ირაკლი ჩიქოვანისა და გიორგი არველაძის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.
"ჩვენ ვფლობდით 35-ე მარეგულირებელ სიხშირეს და ვგეგმავდით ახალი ტელევიზიის აწყობას, მე ვიყავი ამ პროექტის ხელმძღვანელი. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო ზეწოლა ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასა და მესაკუთრეებზე. ზეწოლაში პირდაპირ იყო ჩართული მარეგულირებერლი კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი, შემდეგ ეს ზეწოლები გააგრძელეს მარეგულირებელი კომისიის სხვა ხელმძღვანელებმა. ბოლოს კი ძალადობრივი გზით "ობიექტივს" წაართვეს კუთვნილი ტელესიხშირე. მთელი 9 წლის განმავლობაში მე და ობიექტივის ჟურნალისტები ვსაუბრობდით ამ თემაზე. მაგრამ სამწუხაროდ არ იყო სოლიდარობა ჩვენი კოლეგების მხრიდან, არც სამოქალაქო სექტორის მხრიდან, მაშინდელი ოპოზიციაც არ გვიჭერდა სამწუხაროდ მხარს. მე დღეს გადავწყვიტე მივმართო ახალ ხელისუფლებას. ჩვენ ხვალ შევიტანთ მთავარ პროკურატურაში საჩივარს და მოვითხოვთ მოხდეს ობიექტივისთვის კუთვნილი 35-ე სიხშირის დაბრუნება, რომელზეც ამჟამად ტელეკომპანია "პიკი" მაუწყებლობს",-აცხადებს ინაშვილი.