ირანის აღმოსავლეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის ვერტმფრენი სამოქალაქო იყო თუ სამხედრო და რა პირობებში მოხდა კატასტროფა.
აღსანიშნავია, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ირანის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის ძალების მსხვილმასშტაბიან სამხედრო წვრთნაზე, რომელშიც ირანის ავიაციაც მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები