სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩეხეთში „აირზენას" ჩარტერული რესით გაფრინდა. ილია მეორე ჩეხეთში 10 დღით გაემგზავრა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, უწმინდესი ჩეხეთში კარლოვი ვარიში 10 დღით დაისვენებს და საქართველოში 26 ნოემბერს დაბრუნდება. მათივე ინფორმაციით, უწმინდესი წელიწადში ორჯერ ისვენებს.