საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალაიასთვის პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს შეფარდების შესახებ და აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობაში დატოვა.
ბაჩანაახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
"სასამართლომ დაპატიმრებული ახალაია კიდევ ერთხელ დააპატიმრა, მის მიმართ გამოიყენა ერთხელ უკვე გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება", - განაცხადა დეკანოძიემ და აღნიშნა, რომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალაიას სტატუსი არ შეეცვლებოდა, რადგან ის ამჟამადაც პატიმარია.