სასამართლომ გაერთიანებული შტაბის ყოფილ ხელმძღანელს, გიორგი კალანდაძეს, გირაო 10 000 ლარი შეუფარდა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კალანდაძეს ბრალი იმავე მუხლით ჰქონდა წაყენებული, გარდა ამისა, არ დაემალა გამოძიებას და თავისი ფეხით გამოცხადდა სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ კალანდაძისთვის პატიმრობის აღკვეთის შუამდგომლობის მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს დღეს მას შემდეგ მიმართა, რაც გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ ახალი ბრალეულობა გამოიკვეთა. მთვარი პროკურორის განცხადებით, კალანდაძემ, რომელმაც სცემა და შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს, ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს სასჯელს 5-8 წლამდე.