ხვალ, 14 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს აჭარაში მართავს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, 14 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 11:00 საათზე აჭარის მთავრობის სახლში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს გიორგი თავართქილაძე შეხვდება. 12:00 საათზე კი ნოდარ ხადური აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძესთან გამართავს შეხვედრას.
13:00 სასტუმრო „ბათუმი შერატონში" საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდება და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე იმსჯელებს.
15:00 საათზე კი ნოდარ ხადური ფინანსთა სამინისტროს რეგიონალურ ცენტრში რეგიონალური სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდება.