ხვალ, 14 ნოემბერს, ხელი მოეწერება პროექტის ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს შორის.
2012 წლის სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭო ერთობლივად ახორციელებენ პროექტს - "შსს შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის
სფეროში", რომელიც დაფინანსებულია ესტონეთის მთავრობის მიერ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების განხორციელება: ტრენინგების გზით შსს თანამშრომლების გადამზადება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში; ესტონეთში სასწავლო ვიზიტის განხორციელება; კიბერდანაშაულის თემაზე ტრეინინგ-მოდულების შემუშავება.
პროექტის ფარგლებში, 2012 წლის 13 ნოემბერს საქართველოს შსს-ს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ესტონეთის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პროექტის ხელმძღვანელებს და ბენეფიციარებს შორის, სადაც განხილული იქნა დაგეგმილი საქმიანობები და სხვა ტექნიკური დეტალები. აგრეთვე, ესტონური მხარე შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს -ლევან იზორიას.