2012 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადაწყვეტილებით და თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, სასჯელაღსრულების #1, #5, #6, #7, #8, #9, #12 #15, #16 #17,#18, #19 დაწესებულებებში მოთავსებულ მსჯავრდებულებს 5000-მდე თბილი პლედი გადაეცათ.
აღნიშნულ პროცესს წინ უძღოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და თავდაცვის მინისტრებს შორის მოლაპარაკება, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტრომ სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყო დაწესებულებებში მყოფი პატიმრების თბილი პლედებით მომარაგება.
მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.