საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უკრაინელ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს და აცხადებს, რომ გამარჯვებული კანდიდატის ოფიციალურად გამოვლენის შემდეგ კანდიდატსაც ოფიციალურად მიულოცავს.
როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა რომლებიც უკრაინის არჩევნებს აკვირდებოდნენ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
"ეს იმას ნიშნავსმ რომ არჩევნებმა მართლაც დემოკრატიულად ჩაიარა და უკრაინელ ხალხს ვულოცავ არჩევნების მშვიდობიან და სტაბილურ გარემოშო ჩატარებას, რაც მთავარია იმას, რომ ხალხმა ნება გამოხატა დემოკრატიულად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე იმეოდებს, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობა ძველებურად გაგრძელდება და ამ მხრივ, არაფერი შეიცვლება.