საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვირის განმავლობაში საქსტატის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოში შვედეთის სტატისტიკის სამუშაო მისია იმყოფება. მისია წარმოადგენს ოქტომბერში შვედეთში „საქსტატის" თანამშრომლების სასწავლო ვიზიტის გაგრძელებას. მისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაცემთა ბაზებზე მუშაობასა და ბიზნეს რეგისტრის სტრუქტურის გაუმჯობესებას. დაგეგმილია შვედი ექსპერტისა და ბიზნეს რეგისტრის თანამშრომელთა ერთობლივი მუშაობა ადმინისტრაციული წყაროებიდან მიღებულ მონაცემთა ბაზებზე, (იგულისხმება რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ყოველთვიური მონაცები).
„საქსტატსა" და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.