2012 წლის ოქტომბრში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 41 796 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბერი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის ოქტომბერთან (31 988 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 30.7%-ით, 2008 წლის ოქტომბერთან (28 047 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 49.0%-ით, 2009 წლის ოქტომბერთან (31 690 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 31.9%-ით, 2010 წლის ოქტომბერთან (33 110 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 26.2%-ით და 2011 წლის ოქტომბერთან (39 956 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 4.6%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 34.0%-ით შემცირდა: კლება დაფიქსირდა როგორც პირველადი (70.5%-ით), ისე მეორადი (21.4%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2012 წლის ოქტომბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 1.348 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.288).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების პირველადი (25.1%-ით),
ხოლო გაიზარდა მეორადი (10.3%-ით) ბაზრები. 2012 წლის ოქტომბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 4 805, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 36 991 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007= 100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.517 და 1.704 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ოქტომბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 88.5%-ს მეორადი, ხოლო 11.5%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის ოქტომბერში კი - შესაბამისად 83.9% და 16.1%).
სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მიმდინარე უსასყიდლო რეგისტრაციის მასშტაბები მნიშვნელოვნად ზრდის სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობას. ა.წ. მხოლოდ ოქტომბრის თვეში ქვეყანაში 67 196 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა უსასყიდლოდ. თუმცა წინამდებარე ანალიზი ამ ფაქტორის გამორიცხვითაა შედგენილი. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით კი, უძრავი ქონების ბაზარი ოქტომბრის თვეში შემდეგნაირად ხასიათდება: 108 992 სარეგისტრაციო ტრანზაქცია... წინა თვესთან შედარებით კლება 60.4%-ით... წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ზრდა 2.7-ჯერ).