ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა და სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე კბილაშვილმა განაცხადა კალანდაძისა და ახალიას წინააღმდეგ ახალი ბრალეულობა გამოიკვეთა კერძოდ:
,,2010 წლის 16 თებერვალს გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა რამით უარი განაცხადეს დილის ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს ღამის დაახლოებით 02-03 საათამდე ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც იმჟამად იყო თავდაცვის მინისტრი მითითებული პირები მისი დასჯის სახით ქ. თბილისიდან გადაიყვანეს სენაკის საქალაქო ბრიგადის ტერიტორიაზე, სადაც სამხედრო პირებს სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დახვდა ბაჩანა ახალია და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სარდალი გიორგი კალანდაძე. ბაჩანა ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს მათ ორ ოცმეთაურთან ერთად მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რის შემდეგაც ისინი ბაჩანა ახალაიას ბრძანებით გააშიშვლეს წელს ზემოთ და არბენინეს, დაახლოებით, ერთი საათი სიცივეში. Aამის შემდეგ ბაჩანა ახლიას ბრძანებით, ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში დაუყენეს მათ გუშაგები, გამოურთეს გათბობა და ამგვარ ვითარებაში სამი ღამისა და ორი დღის განმავლობაში 2010 წლის 20 თებერვლამდე ჰყავდათ. Aამ ქმედებით ბაჩანა ახალიამ სამხედროებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. თავისუფლების აღკვეთის განმავლობაში ჯარისკაცებს მინიმუმ 36 საათი არ ეძლეოდათ საკვები და თავისუფლების აღკვეთის მთელი დროის განმავლობაში ჯარისკაცები გაუსაძლის სიცივეში იმყოფებოდნენ", _ განაცხადა მთავარმა პროკურორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აბანოში სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილიო არ იყო საწოლები, პლედები, სკამები და სხვა რის გამოც ჯარისკაცებს ეძინათ ცივი მეტლახის ფილებზე.
Pპროკურორის განცხადებით ამ ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს 7-10 წლამდე და 144-ე მუხლის პრიმა ერთი მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არის წამება და ითვალისწინებს სასჯელს 9-15 წლამდე.
კბილაშვილის განცხადებით, ბაჩანა ახალაიას ზემო აღნიშნული ქმედებით ასევე დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი, რომლიც მდგომარეობს იმაში, რომ აკრძალულია ადამიანის წამება არაადამიანაური და დამამცირებელი მოპყრობა.
მთვარი პროკურორის განცხადებით, გიორგი კალანდაძემ, რომელმაც სცემა და შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსიოს 333-ე მუხლის მესამე ნაწილით ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს სასჯელს 5-8 წლამდე.
კბილაშვილის განცხადებით, ჩადენილი დანაულის გამო ბაჩანა ახაიას გუშინ 12 ნოემბერს წარედგინა ბრალდება ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევაში ისევე, როგორვ გიორგი კალანდაძეს წარედგინა გუშინ ბრალდება მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის დარღვევაში. კბილაშვილის ინფორმაციით, ბაჩანა ახალიასა და გიორგი კალანდაძის მიერ ჩადენილი ფაქტი დადასტურებულია ცხრამეტივე დაზარალებულის ჩვენებით და სხვა მოწმეთა დაკითხვის ოქმებით. მოცემული ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით შესაბამისის შუამდგომლობით ამ დილით მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს,რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს", _ განაცხადა კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები