დღეს,13 ნოემბერს 10 საათიდან 16 საათამდე ქვესადგურში "ნავთლუღი-2" სარემონტო სამუშაოების გამო სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), გახოკიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ასევე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ისნის რაიონის ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის და ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.