აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კუნსულ ახმად რიზა არზჯანთან და კონსულ გარემ სოლეიმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის დღემდე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე. ასევე ქვეყნებს შორის ბიზნესის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში დაწყებული ურთიერთობები განიხილეს. ირანული მხარე რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც გაეცნო.
"სხვადასხვა საკითხებთან ერთად ვიმსჯელეთ ადგილობრივ და ირანელ ინვესტრორებს შორის ბიზნეს ურთიერთობებზე, დაინტერესდნენ საინვესტიციო პირობებით და ქვეყანაში არსებული ტარიფებით" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
"ახალ თავმჯდომარესთან ერთად მიმოვიხილეთ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. ჩვენთვის კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი საქართველოსთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს" - აღნიშნა ირანის კონსულმა ახმად რიზა არზჯანმა.
მთავრობის თავმჯდომარემ საკონსულოსგან ირანის ისლამურ რესპუბიკაში ოფიციალური მიწვევა მიიღო.