საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საათში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება. ქვეყნის პირველი პირი საკუთარი გუნდის წევრებს ავლაბრის რეზიდენციაში 18:00 საათზე მიიღებს.
როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან აქტუალურ საკითხებს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი უმრავლესობის წევრებს პერიოდულად ხვდება.