დღეს,12 ნოემბერს, 11 საათიდან 12 საათამდე, დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება სოფელ წავკის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის II კვარტლის, სამრეწველო დასახლების, გიორგი ნადარეიშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება სამგორის, გიორგი ნადარეიშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება