გია ცაგარეიშვილი პარალმენტის თავამჯდომარეს მიმართავს პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენისას მას 5 წუთაინი სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს. ეს მოთხოვნა ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დააყენა და აღნიშნა, რომ მას, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატს, რეგლამენტის თანახმად არ შეუძლია პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენისას სიტყვით გამოვიდეს.
რეგლამენტის თანახმად, სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ ფრაცქიების თავმჯდომარეებს და ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს.
ცაგარეიშვილის თქმით, კი არც ერთი ფრაქცია მის პოლიტიკურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და მიიჩნევს, რომ პირადად მას უნდა მიეცეს სიტყვით გამოსვლს საშუალება.
"მოგმართავთ გადაუხვიოთ რეგლამენტს და მომცეთ 5-წუთიანი სიტყვით გამოსვლის საშუალება. ვიცი რომ ეს 5 წუთი თქვენთვის მძიმე ასატანი იქნება, მაგრამ უნდა მომეცეს საშუალება, პრეზიდენტს პირადად მოვახსენო საზოგადოების წუხილი", - განაცხადა ცაგარეიშვილმა და მან ის საკითხებიც დაასახელა, თუ ამ გამოსვლისას რაზე ისაუბრებს - 1. მაინტერესებს რატომ არ მცემს პასუხს მთავრობა და განსაკუთრებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჩემი როგორც დეპუტატის მიერ გზავნილ შეკითხვებზე. 2. რა უყო სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტიდან პრეზიდენტის ფონდში გადარიცხულ 400 მილიონ ლარს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რაში დაიხარჯა. მესამე საკითხი კი შეეხება მთავრობის პროკურორისათვის გაგზავნილ შეკითხვებს, შარშანდელი აქციების დროს ნაცემი პირების საქმეებს შეისწავლისს თუ არა პრკურატურა.
"მე ამ შეკითხვით ბატონ ზოდელავას 4 თვის წინ მივმართე. გაუზგავნე სია რომელშიც 100-მდე ადამიანია მოხსენიებული და დღემდე პასუხი არ მიმიღია", - აცახდებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ იგი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის წინაშე სწორედ აღნიშნულ საკითხებს დასვავს და იმედოვნებს, რომ პარლამენტის თამჯდომარე მის თხოვნას გაითავლსიწინებს და სააკშვილის გამოსვლისას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას შეძლებს.