ეკა ბესელია საფრანგეთს თავისი შვილისა და ძმისთვის პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ამის შესახებ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, დღეს, პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბესელია ტერმინ პოლიტპატიმრებს იყენებს და განმარტავს, რომ მისი ძმა და შვილი, რატი მილორავა უკანონოდ არიან რეპრესირებულნი.
"ჩემი ძმა უკვე რამდენიმე თვეა საპყრობილეშია, ხოლო ჩემი შვილი ძებნაში, საფარნგეთის მთავრობას თხოვნით მივმართე პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული პოლიტიკის მსხვერპლებს. საფრანგეთს იმიტომ ვთხოვე, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ხელისუფელებისგან განსხვავებით სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს ადამიანის უფლებების დაცვაზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიამ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოში შეტანილ სარჩელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის სასამართლომ უკვე დაიწყო საქმის გამოძიება და ამჟამდ მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან.