საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მცხეთას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქვეყნის პირველი პირი მცხეთაში 13:00 საათისთვის ჩავა და სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
14:00 საათისთვის კი, მიხეილ სააკაშვილი ნატახტარში გაემგზავრება და შოკოლადის ქარხანას გახსნის.