პარლამენტში პარლამენტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლად შეიქმნება დროებითი კომისია და არა საგამოძიებო. საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია 11 წევრით განისაზღვრა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ღდეს სესიაზე გახმოვანდა და პარლამენტის დადგენილების პროექტი შესაბამისი ფორმულირებით იქნება განსაზღვრული.
კომისიაში წევრების ვინაობა ორ კვირის განმავლობაში გაირკვევა.
რაც შეეხება კომისიის ფუნქციონირების ვადას, დღეს სესიაზე ჯონდი ბაღათურიამ წარმოადგინა დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც კომისია ამ ეტაპზე 3 თვის ვადით შეიქმნა.
კომისიის შექმნის ინიციატივა ჯონდი ბაღათურიას ეკუთვნის, ამ კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა, როგორც უმცირესობამ ისე უმრავლესობამ.