ხვალ, 9 თებერვალს, სავარაუდოდ ცნობილი გახდება თუ როდის დააბრუნებენ ფილიპინებზე დაკავებულ ქართველებს სამშობლოში. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე საქართველო-ფილიპინების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გაარკვევს. ლევან ახვლედიანი თბილისიდან გვიან ღამით გაემგზავრა.
ქართველი მეზღვეურებისათვის საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები 10 თებერვლისათვის არის დაჯავშნული. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ყველა პროცედურა ხვალ დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 17 აგვისტოს დააკავეს. ფილიპინელი სამართალდამცავები ეკიპაჟს კონტრაბანდული იარაღის გადატანაში ადანაშაულებდნენ. გემზე სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად 13 ქართველიც იმყოფებოდა, რომლებსაც ფილიპინების სასამართლლომ ბრალდება უკვე მოუხსნა.