თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობს მიხეილ სააკაშვილი.
ის სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის წარსული პოზიციები იყო მცდარი, და კარგი იქნებოდა თუ ერთი-ორი სიტყვით მაინც იტყოდა, რომ შეცდა.
"მინდა ვუთხრა, სალომე ზურაბიშვილს, ერთი სიტყვით მაინც ეთქვა იმაზე, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად მცდარი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2007 წელს რუსეთმა დაბომბა ჩვენი საჰაერო დაცვის სისტემა ქართლის ერთ-ერთ სოფელში. რომ ვერ მოარტყა სისტემას, სისტემა დროზე გავთიშეთ, ერთ-ერთ კარმიდამოს დაეცა რუსული ბომბი. ამიტომ, ქალბატონო სალომე, მე თქვენს მიმართ არ ვარ ცუდად განწყობილი, რადგან ყველა ადამიანი ბრძოლაში მნიშვნელოვანია, ვინც მითუმეტეს, იმ სიბნელიდან აქეთ გადმოვიდა, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით მაინც გეთქვათ იმაზე, რომ თქვენი მაშინდელი პოზიციები იყო მცდარი და აგეხსნათ ერთი-ორი სიტყვით, მე არ ვითხოვე, რომ ბოდიში მოგეხადათ, ეს თქვენი სინდისის საკითხია, - განაცხადა სააკაშვილმა.