უკრანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი მხოლოდ 3,2 %-ით უსწრებს პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს.
"დემოკრატიული ინიციატივის" ფონდის დირეტორის, ილკო კუჩერიევის განცხადებით, ამომრჩევლების 48,7%-მა მხარი იანუკოვიჩს დაუჭირა, ტიმოშენკის კი 45,5%-მა მისცა ხმა.
ორივე კანდიდატის წინააღმდეგ ბიულეტენი 5,5% ამრჩეველმა შემოხაზა
.
ეგზიტპოლებში მონაწილეობას ხმის მიმცემ ამომრჩევლეთა 75% დათანხმდა.
სხვა ეგიზტოპების მაჩვენელები 3-დან 5 პროცენტამდე მერყეობს.