აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების ამ დროისათვის არსებული შედეგების მიხედვით, ობამამ ამომრჩეველთა კოლეეგიის 538-წევრიდან 303-ის მხარდაჭერა მიიღო, მიტ რომნიმ კი - 203.
აშშ-ში არჩევნები ორსაფეხურიანია. ყოველი შტატის ამომჩეველი ირჩევს ამომჩეველთა კოლეგიის წევრებს. ყოველი შტატიდან კოლეგიის წევრების რაოდენობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. 270 კოლეგიის წევრის მხარდაჭერილი კანდიდატი ხდება ქვეყნის პრეზიდენტი.
ობამამ გამარჯვება მოიპოვა საკნავძო შტატებში: ოჰაიოში, კალიფორნიაში, ვისკონსინში, ვაშინგტონში, ნიუ-გემპრიშში, ჰავაიში.
ბარაკ ობამამ Twitter-სა და Facebook-ზე უკვე გადაიხადა მადლობა საკუთარ ამომრჩევლებს.
"ეს არის თქვემნი დამსახურება. მადლობა თქვენ. კიდევ ოთხი წელი", - წერს ბარაკ ობამა.
ობამას სასარგებლოდ, მიშვნელოვანი ფაქტორი გახდა პარასკვეს გამოქვეყნებული სტატისტიკა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, პრეზიდენტის რეაგირება ქარიშხალ "სენდის" შედეგების აღმოფხვრასა და ასევე ნიუ-იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის ღიად გამოხატული მხარდაჭერა.
ბარაკ ჰუსეინ ობამა II (Barack Hussein Obama II; დაიბადა 1961 წლის 4 აგვისტოს - აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს 2008 წელს. უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2009 წლის 20 იანვრიდან.
ყოფილი უმცროსი სენატორი ილინოისიდან და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი კანდიდატი დემოკრატთა ნომინაციით.
პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში; ასევე აშშ-ის სენატის ისტორიის განყოფილების თანახმად ის მეხუთე აფრიკელი-ამერიკელი სენატორია აშშ-ის ისტორიაში, მესამე, რომელიც სახალხოდ აირჩა, და ერთადერთი აფრიკელი-ამერიკელი, რომელიც 2008 წლისთვის მსახურობდა სენატში.
ობამა ჰონოლულუში დაიბადა კენიელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში. ადრეული ცხოვრების დიდი ნაწილი აშშ-ის შტატ ჰავაიზე გაატარა. ექვსიდან ათ წლამდე ჯაკარტაში, ინდონეზია, ცხოვრობდა დედასთან და ინდონეზიელ მამინაცვალთან ერთად. კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის იურიდიული სკოლის კურსდამთავრებული ობამა მუშაობდა საზოგადოებრივ ორგანიზატორად, უნივერსიტეტის ლექტორად და სამოქალაქო უფლებების ადვოკატად, სანამ ილინოისის სენატში არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, სადაც 1997-2004 წლებში მსახურობდა. 2000 წელს წარმომადგენელთა პალატაში ადგილის მოსაპოვებლად წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, ის 2003 წელს აშშ-ის სენატის ადგილისთვის კამპანიას იწყებს.
მომდევნო წელს, ჯერ კიდევ ილინოისის შტატის კანონმდებელი, ობამა სიტყვით გამოდის ივლისის დემოკრატიულ ეროვნულ კონვენციაზე. 2004 წლის ნოემბერში ხმების 70%-ით არჩეულ იქნა აშშ-ის სენატში.
1992 წელს დაოჯახდა და ორი ქალიშვილი ჰყავს. დაწერილი აქვს ორი წიგნი-ბესტსელერი: მისი ახალგაზრდობის მემუარი „ოცნებები მამაჩემისგან" (Dreams from My Father), და „იმედის გამბედაობა" (The Audacity of Hope), პირადი კომენტარი აშშ-ის პოლიტიკაზე.