დღეს, 8 თებერვალს, 13:00 საათზე ‘'მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის'' ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს და პარტიის მიმდინარე გეგმებზე ისაუბრებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესამსახურიდან აცნობეს, ბესელია საზოგადოებას ასევე გააცნობს ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის დეტალებს.
ბესელიას თქმით, საფრანგეთში ვიზიტისას მას შეხვედრები ჰქონდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშუი პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური რეპრესიების საკითხებზე.